სტანდარტი

 

 კომპიუტერული ტექნოლოგიების სტანდარტის შედეგები (დაწყებითი საფეხური)

შედეგების ინდექსი

მიმართულება: კომპიუტერული ტექნოლოგიები

ცნებები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

კომპ. ტექ. დაწყ. 1.

პირობითი ნიშნების სისტემის დამოუკიდებლად შემუშავება. პირობითი ნიშნების საშუალებით ინფორმაციის მიღება და გადაცემა.

პირობითი ნიშნები

კომპ. ტექ. დაწყ. 2.

კომპიუტერის ძირითადი ნაწილებისა და კომპიუტერის დამატებითი მოწყობილობების გარჩევა; მარტივი ელექტრონული მოწყობილობის გამართვა, რთული ელექტრონული მოწყობილობის (მაგ: რობოტის) გამართვა

კომპიუტერის ფუნქციონირების პრინციპები

კომპ. ტექ. დაწყ. 3.

ალგორითმის დანიშნულების გააზრება და ალგორითმის დამოუკიდებლად შემუშავება; პროგრამირების ელემენტების (ციკლები, ოპერატორები...) მიზნობრივად გამოყენება ვიზუალური პროგრამირების გარემოში სხვადასხვა კომპიუტერული თამაშებისა და პროგრამების შექმნა

პროგრამული კოდი (ალგორითმი)

მიმართულება: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

კომპ. ტექ. დაწყ. 4.

კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივი გამოყენება. მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისის სხვადასხვა ელემენტის იდენტიფიცირება.

მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი

კომპ. ტექ. დაწყ. 5.

საძიებო სისტემებთან დამოუკიდებლად მუშაობა. ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და გაზიარება. ონლაინ სივრცეში ერთობლივი სამუშაოს შესრულება.

ინტერნეტი

კომპ. ტექ. დაწყ. 6.

ციფრული ინფორმაციის  მოგროვება, დახარისხება. შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით (ტექსტური რედაქტორი, ცხრილებთან სამუშაო პროგრამა, პრეზენტაციის შესაქმნელი პროგრამა, გრაფიკული რედაქტორი და სხვა) ციფრული ინფორმაციის დამუშავება.

ინფორმაცია

 

მიმართულება: ციფრული წიგნიერება

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

კომპ. ტექ. დაწყ. 7.

ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებების (მათ შორის საავტორო უფლებების) დაცვა; საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოდ მართვა;

ციფრული მოქალაქეობა


No comments:

Post a Comment